მე ყოველთვის ვაგრძელებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის. ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, ვგულისხმობ, ევროპელებმა, ამერიკელებმა და სამყაროში ქვეყნების მაქსიმალურმა რაოდენობამ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. გასაგებია, რომ რუსეთმა და განსაკუთრებით პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტეს, იარაღად გამოიყენონ სულ მცირე ენერგია და საკვები, რამაც შექმნა ბევრი დეფიციტი, არასტაბილურობა და ინფლაცია. ვფიქრობ, მისი ფსონი არის ომის დაღლილობა და სანქციების დაღლილობა. მნიშვნელოვანია გზავნილის გავრცელება, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ ეს. გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკების გზით იქნება. მე ვერ ვხედავ სამხედრო ვარიანტს ადგილზე.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
მაკრონი: ვინარჩუნებ პირდაპირ კონტაქტს პუტინთან, იზოლაცია მისთვის ყველაზე ცუდი რამ არის
tbl.ge/67cr
დაკოპირდა

ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
ემანუელ მაკრონისაფრანგეთისაფრანგეთი-რუსეთივლადიმირ პუტინირუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომისაფრანგეთის პრეზიდენტი
ამავე თემაზე
- უკრაინამ ოკუპირებული ყირიმის ბელბეკის აეროდრომზე MiG-29-ს განადგურების ვიდეო გაავრცელა
- ზელენსკი: პუტინი ამტკიცებს, რომ კოსტიანტინივკა აიღეს, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის
- პუტინისთვის შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს ნიდერლანდები უმასპინძლებს – ზელენსკი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტზე იერიში მიიტანეს
- პუტინმა ოკუპირებული ლუჰანსკის "სრულად გათავისუფლების" შესახებ განაცხადა - პესკოვი




