რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ მოსკოვთან დაკავშირებული ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინა სანქციებს უწესებს 10 მაღალჩინოსანს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ბრალს დებს მაღალჩინოსნებს საოკუპაციო ხელისუფლებასთან მუშაობასა და რუსეთის მიერ ომის დაწყების მხარდაჭერაში.

სანქცირებული სასულიერო პირების უმეტესობა ცხოვრობს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ან საზღვარგარეთ, როგორც ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურში.

“უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ყოვლისმომცველ მუშაობას უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. - ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის საპარტიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად გაწყვიტა კავშირი რუსულ ეკლესიასთან გასულ მაისში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უკრაინელი არ ენდობა ეკლესიასთან დაახლოვებულ პირებს და მათ რუსეთთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

სანქციები, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, სიაში მყოფთა აქტივებს გაყინავს , დაბლოკავს მათ უკრაინიდან კაპიტალის ექსპორტს და ხელს შეუშლის საკუთრების ფლობას.

მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა რამდენიმე ჩხრეკა ეკლესიასთან დაკავშირებულ სამრევლოებსა და შენობებში.

მართლმადიდებლები შეადგენენ უკრაინის 43 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვთან დაკავშირებულ ეკლესიასა და დამოუკიდებელ უკრაინულ ეკლესიას შორის დაძაბული ურთიერთობაა

კომენტარები