რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: პუტინი დონბასს ეწვევა

პესკოვი და პუტინი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის დონბასს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პესკოვს პუტინის ვიზიტის დაახლოებითი თარიღები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ "დროთა განმავლობაში პუტინი დონბასს ეწვევა". 

პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია დასრულდა და ხელისუფლება დამატებით ინფორმაციას არ გასცემს. 

კომენტარები