მთავარი აზრი იყო ამ ყველაფრის, ეკლესიის წინააღმდეგ - აქაც კამპანია იყო და ეს წლებია გრძელდება, ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმის საშუალებად გამოიყენეს ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო, სულ რომ არ მოგწონდეს მისი აზრი, ხო არ შეიძლება აზრის გამოხატვა იყოს მასზე თავდასხმის საფუძველი. ამას ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი და ლიბერალიზმის სახელით ფუთავენ აგრესიას, აი ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის და პატივს არ ცემენ იმ ინსტიტუტს, რომელსაც უდიდესი როლი აქვს შენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებაში, განვითარებაში, განათლებაში და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი პრობლემა.
tbl.ge/678p
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რუსთავის ორის ეთერში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".
ამავე თემაზე
- ბოლნისში შშმ პირის ცხედარი იპოვეს – გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- სამეგრელოში არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ერთი პირი დააკავეს
- ცოლზე ძალადობის და მუქარის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავეს
- 1 789 440 ლარის არამიზნობრივად გამოყენებისთვის 26 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო