თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი - არ არის ახლა ირონიის დრო, მაგრამ ვიტყვი: შევწყვიტე ფიქრი. დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ერთად დაენახეთ ხვალ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება. არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული - დამარცხებულს და დამარცხებული - გამარჯვებულს, გაუწვდის ხელს.
tbl.ge/677h
დაკოპირდა

ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავარი არხის ეთერში. 26 ნოემბერს ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობს. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არსებულ სამ კანდიდატში ვერ ხედავს მაკონსოლიდირებელ ეფექტს. წამყვანის კითხვას, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ასეთად, ჭიაბერაშვილმა უპასუხა: "რომ არ ვხედავდე, ამ იდეაზე საერთოდ არ ვიფიქრებდი".
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს
- წითლიძე: არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, სანამ ენმ-ში დემოკრატია არ დამყარდება
- სააკაშვილი ენმ-ზე: მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე
- ამგვარმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ – ბოკუჩავა სააკაშვილზე
- სააკაშვილი: ენმ-ს თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია




