ერთერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება, მივმართეთ ექსპერტიზას და როდესაც მივიდნენ ექსპერტიზის წარომადგენლები, თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი მონაწილეობაზე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ბრეგაძე: მოწამვლის ინფორმაციაზე ექსპერტიზას მივმართეთ, თუმცა, სააკაშვილმა უარი თავად თქვა
tbl.ge/676x
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე "არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რომელიც პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა და შესაბამისად, თუ ვინმე ბედავს, და ექიმზე შესაბამის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა ვინმე მოწამლოს, ბუნებრივია, ეს არის სრულიად ამორალური". ბრეგაძის მტკიცებითვე, სააკაშვილს აწვდიან მხოლოდ იმ საკვებს, რომელსაც "მას აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები".
ამავე თემაზე
- სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა
- ნადირაძე: დღეის მდგომარეობით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის
- ნადირაძე: მიხეილ სააკაშვილმა ახალ წელს გემრიელად ჭამა, საცივი ჰქონდა
- ნადირაძე სააკაშვილზე: გინეკოლოგიურშიც მოვათავსებთ, ოღონდ მკურნალობაზე დაგვთანხმდეს
- ნადირაძე: სააკაშვილთან ნივრიანი პური და შილაფლავი სოკოთი მოაქვთ, რომელ პროტოკოლში წაიკითხეს?