დეკრეტული შვებულება

იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების თანხა 2 000 ლარი გახდება

aifs.gov.au

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების თანხა 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო. მსჯელობის შემდეგ კი გადაწყდა, რომ კერძო სექტორში დასაქმებულისათვის დახმარება გაორმაგდეს. 

"პირველი იანვრიდან 1 000 ლარის ნაცვლად გახდება 2 000 ლარი. მანამდე გახსოვთ, რომ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება იქნება 2 000 ლარი".- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები