კრიმინალი

დეკანოზი ილია საპატრიარქოზე: ვინაა პასუხისმგებელი ხალხის ზნეობაზე, თუ არა ეკლესია?!

გონებადახშულმა და გახრწნილმა საპატრიარქომ გამოფინა განცხადება ანდრია ჯაღმაიძის ხელმოწერით, სადაც ყველას და ყველაფერს ადანაშაულებს დღეს ხაშურის ეპარქიაში მომხდარ ტრაგედიაზე, წარმოიდგინეთ და, პირველ რიგში ავაზაკთა ქვაბად ქცეული ეკლესიის კრიტიკოსებს და მამხილებლებს და საერთოდ ვერ ხედავენ ერის ზნეობის დაკარგვასა და საყოველთაო კრიმინალიზაცია-ამორალიზაციაში თავის წილ, ანუ ეკლესიის/საპატრიარქოს წილ პასუხისმგებლობას! განა ვინაა პასუხისმგებელი ხალხის მორალსა და ზნეობაზე, თუ არა ეკლესია?! მაშ რაღაში გვჭირდება ასეთი უმარილო და უმადლო ეკლესია, თუ ის ზნეობრივ ამაღლებას და განწმენდას ერისას ვერ ახერხებს?! და როგორ მოახერხებს, როცა პასუხისმგებლობის გრძნობაც კი არ გააჩნია არც პატრიარქს და არც მოსაყდრეს და არც მათ კამარილიას??? გინახავთ სადმე მათ მიერ ფემიციდის წინააღმდეგ გალაშქრება და ქალთა უფლებებზე ქადაგება?! პირიქით! ამ ტურებმა ყველანაირად დააკნინეს დემოკრატიული ღირებულებები და ააღორძინეს ქვის ხანა საქართველოში!

და ბოლოს რიტორიკული შეკითხვა ანდრია ჯაღმაიძის: თქვენი მეუღლე ასრულებს პატრიარქ ილია მეორის არაერთგზის კურთხევა-სწავლებას ქმარს ფეხები დაბანონ ცოლებმაო?!

P.S. პატრიარქმა, რომელმაც მასობრივი ყაჩაღობების, მკვლელობების, გაუპატიურებების ორგანიზატორ-შემოქმედი ჯაბა იოსელიანი ეროვნულ გმირად გამოაცხადა და სიონიდან გაასვენა დიდი პატივით და დიდუბის ეკლესიის პანთეონში დაკრძალა, ამ პატრიარქს რა ზნეობა და მორალი უნდა ესწავლებინა საქართველოს ხალხისთვის?! ხოდა, ესაა მისი მოღვაწეობის შედეგიც.

ასე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე ცხრამუხის მონასტერის მონაზვნის გაუპატიურებაზე საპატრიარქოს განცხადებას, მონაზონზე ძალადობაში მედიისა და კრიტიკოსების გავლენას ხედავს.

კომენტარები