კრიმინალი

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

Tabula

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 ადამიანია დაკავებული. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ჩადენილ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. 

ტაბულა მომხდარზე საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა - დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ აქვთ. ტაბულა სურამისა და ხაშურის ეპარქიასთან დაკავშირებას ცდილობს - მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები