რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპარლამენტი: ლუკაშენკოს რეჟიმმა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუციის მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე რუსეთთან ერთად პასუხისმგებლობას იზიარებს და, ამიტომ, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე პასუხისგებაში უნდა მიეცეს

რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროკომისიას სთხოვს, დაუწესოს ბელარუსს რუსეთის მსგავსი სანქციები. ასევე, გაძლიერდეს დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოების მხარდაჭერა. ევროპარლამენტი  ევროკავშირსა და ბელორუსის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებს უფრო სისტემური თანამშრომლობას მოუწოდებს.

"მხარს ვუჭერთ ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციას, რომ ბელარუსი უნდა იყოს აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად, საიდანაც რუსული ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ. ევროპარლამენტი ლუკაშენკოს მთავრობის მონაწილეობას რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში მკაცრად გმობს". - ვკითხულობთ რეზოლუციაში. 

ევროპარლამენტი ასევე გმობს ბელარუსში 1 400-ზე მეტი ადამიანის დაუსაბუთებელ და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას.

კომენტარები