რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ლუკაშენკო: თუ ზელენსკის უზარმაზარი მსხვერპლი არ სურს, საომარი მოქმედებები უნდა შეწყვიტოს

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, თუ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ  თავიდან აიცილოს უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება, ამისთვის "საომარი მოქმედებები უნდა შეწყვიტოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს". 

"მართლაც, ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. მე მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ სისხლისზღვრის შეჩერება თუ უნდათ, უნდა შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, რადგან შემდგომი იქნება უკრაინის სრული განადგურება... ეს არ იქნება, როგორც ერთხელ პუტინმა თქვა "ოპერაციამდე" დიდი ხნით ადრე, რომ ეს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ემუქრება - არა, ეს იქნება უკრაინის განადგურება. უნდა გაჩერდნენ".- თქვა ლუკაშენკომ. 

ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ახლა "ეს არავის ახსოვს" და გერმანიასთან "ისინი მზად არიან არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ ითანამშრომლონ". ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ იგივე მოხდება უკრაინელებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. 

მისივე თქმით, ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და "ხედავს, რომ მოსახლეობამ მთავრობის მიმართ უკმაყოფილების გამოთქმა დაიწყო".

"მაშინ როდესაც საჭმელი არაფერია, ცივა, მთლიანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ამით ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი ზარალდება. ალტერნატივა არის მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა. შეიძლება, ზელენსკი თავს კარგად გრძნობს, მე ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ.. გამოვიდა მაისურით და რაღაც გაურეცხავი მოსაცმელით დადიოდა დიდი ხანი, შექმნა შთაბეჭდილება. შეხვდა ვიღაცებს, ხელი ჩამოართვა, 200 მილიონი დოლარი მისცეს და ჰაიმერსები და კიდევ ჯაველინები. მისთვის უფრო მარტივია, ის ნაჭამია და ალბათ ელექტროენერგიის გარეშეც არ იტანჯება. მილიონობით უკრაინელი იტანჯება და ნახათ, ორ წელიწადში მოსახლეობა მას დაადანაშაულებს - რატომ ქენი ისე, რომ ომი დაწყებულიყო". აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მართალი ან მტყუანი - რატომ მიმდინარეობს შენს ტერიტორიაზე ომი?!- ამბობს ლუკაშენკო. 

კომენტარები