თურქეთში მდინარე ჭოროხზე აშენებული იუსუფელის უდიდესი წყალსაცავი გაიხსნა

თურქეთში ყველაზე დიდი წყალსაცავი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს გახსნა. 

როგორც ერდოღანმა თქვა, იუსუფელის კაშხალში წარმოებული ყოველწლიური 1,9 მილიარდი კვტ/სთ ენერგია თურქეთის ეკონომიკას 5 მილიარდ ლირის დამატებით ღირებულებას მოუტანს.

გიგანტური ობიექტის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი კაშხალია ჭოროხის  აუზში, 2012 წელს დაიწყო. კაშხლის კორპუსი  ტალვეგიდან 220 და საძირკველიდან  275 მეტრია. კაშხალი, რომელიც ეიფელის კოშკზე 25 მეტრით მოკლეა, თავისი გიგანტური კორპუსით თურქეთში სიდიდით პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში - მე-5.

კომენტარები