ევროპარლამენტი

რუსეთის ტერორიზმის სპონსორად ცნობის შემდეგ ევროპარლამენტის საიტზე კიბერშეტევა მოხდა

European Union

ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ვებსაიტზე კიბერშეტევა მოხდა.

"ევროპარლამენტი ძლიერი კიბერშეტევის ქვეშაა. პასუხისმგებლობა პროკრემლისტურმა ჯგუფმა აიღო. ჩვენი IT ექსპერტები ებრძვიან და იცავენ ჩვენს სისტემებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოვაცხადეთ. ჩემი პასუხია #SlavaUkraini". – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა Twitter-ზე.

23 ნოემბერს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

კომენტარები