დევიდ კრამერის არანაირ განცხადებას ჩვენს საზოგადოებაში ფასი არ გააჩნია. ვინაიდან, ის არის ადამიანი, რომელიც ხშირად ზუსტად საქართველოს საწინააღმდეგო პოზიციებით გამოდის და აქ კონკრეტულად ქართული ოცნების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები უკვე აღარაფერ შუაშია, რადგან ის ჩვენს ქვეყანას ესხმის ხოლმე თავს. ის განცხადებების გაკეთებას ომის პარტიის სასარგებლოდ ცდილობს.
tbl.ge/66yz
დაკოპირდა

ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებას. კრამერმა თქვა, რომ სანქციების გარეშე საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის და უნდა დაწესდეს კონკრეტული, მიზანმიმართული და ინდივიდუალური სანქციები, რომელიც არ იქნება მიმართული ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ამავე თემაზე
- თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
- კობახიძე აშშ-ს: მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები
- საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
- ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ოცნებამ აშშ-სგან მძიმე დარტყმა მიიღო - გეგელია აქტზე
- აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე




