ოსკარი 2023

BACK TO THE FUTURE-ის მსახიობ მაიკლ ჯეი ფოქსს საპატიო ოსკარი გადაეცა

Befunky

Back To The Future-ის ვარსკვლავს, მაიკლ ჯეი ფოქსს საპატიო ოსკარი გადაეცა. მსახიობს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო კოლეგამ, ვუდი ჰარელსონმა გადასცა.

Governors Awards ერთ-ერთი საპატიო ოსკარია, რომელიც კინოინდუსტრიაში მოღვაწე მსახიობებს ჰუმანიტარულ-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ენიჭებათ. ფოქსი წლების განმავლობაში ცნობიერებას ამაღლებდა პარკინსონის დაავადებას. მსახიობს სენი 29 წლის ასაკში დაუდგინდა.

ფოქსის სამსახიობო კარიერა 1978 წელს დაიწყო. თამაშობდა მეორეხარისხოვან როლებს ფილმებსა და სერიალებში. საერთაშორისო პოპულარობა რობერტ ზემეკისის მიერ 1985 წელს გადაღებულმა სამეცნიერო-ფანტასტიკურმა ბლოკბასტერმა, Back to the Future-მა მოუტანა. მსახიობმა 1989 და 1990 წლებში გამოსულ გაგრძელებებშიც მიიღო მონაწილეობა.

1991 წელს ფოქსს პარკინსონის დაავადების პირველი ნიშნები გამოუვლინდა. წლიდან წლამდე მსახიობს სულ უფრო უჭირდა გადასაღებ მოედანზე მუშაობა. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ის კინოში მხოლოდ პერიოდულად, მცირე როლებს ასრულებდა. 1998 წელს ფოქსმა პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის ფონდი დაარსა. მსახიობი ე.წ. "ჰუმანიტარულ ოსკარს" მიიღებს, რომელსაც ქველმოქმედებით გამორჩეულ კინოში მოღვაწე ადამიანებს აჯილდოებენ.

ფოქსის გარდა საპატიო ოსკარები გადაეცათ რეჟისორებს პიტერ უირს, ეუჟან პელსის, ასევე 13 ოსკარის ნომინაციის მფლობელ კინოკომპოზიტორს, დაიან უორენს.

2023 წლის ოსკარების დაჯილდოების მთავარი ცერემონია 13 მარტს გაიმართება, ნომინანტების ვინაობა 24 იანვარს გახდება ცნობილი.

კომენტარები