რეკლამა

(რ) რატომ უნდა დაისვენოთ კურორტ საირმეში?

"ზოგჯერ ყველაზე პროდუქტიული რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის დასვენება" - მარკ ბლექი. 

ეს არც თუ ისე მარტივია, თუმცა ნამდვილად შთამაგონებელია.  ყველამ ვიცით, რომ დასვენება არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ, აუცილებელიცაა. ის გვეხმარება შევინარჩუნოთ და აღვიდგინოთ ფიზიკური მდგომარეობა და მენტალური ჯანმრთელობა. 

ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველდღიური სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რუტინამ და დაძაბულმა სამუშაო გარემომ შეიძლება, ქრონიკული სტრესი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გარემოს შეცვლა, თავისუფალი დროის გატარება ოჯახთან, მეგობრებთან, ან თუნდაც მარტო დასვენება,  სხვადასხვა აქტივობებით დაკავება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მრავალფეროვანს, პროდუქტიულს და საინტერესოს გახდის. 

აქტიური ცხოვრების რიტმისგან თავის დასაღწევად, სულაც არ არის აუცილებელი საზღვარგარეთ მოგზაურობა, რადგან საქართველო მდიდარი ქვეყანაა, მთისა და ზღვის კურორტებით. 

დღეს გაგაცნობთ ყველაზე უძველეს და უნიკალურ კურორტ საირმეს, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. თუ რატომ უნდა ესტუმროთ კურორტ საირმეს, ამაში სტატიის წაკითხვისას დარწმუნდებით. 

კურორტი საირმე 

ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სუბტროპიკული სარტყლის ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს. საირმეში დასასვენებლად პრესტიჟული ამბავი იყო და როგორც წესი 26 დღით ჩამოდიოდნენ. 

კურორტი საირმის საკუთრებაში სამი სასტუმროა. კურორტის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდა. საბჭოთა კურორტისგან საირმეში თითქმის არაფერი შემორჩა. დღეს აქ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, მაღალი კლასის დასასვენებელი კომპლექსია, სადაც თავმოყრილია ყველა ის აქტივობა, რომელიც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. 

მინერალური და თერმული წყლები 

საირმე ერთადერთი ადგილია, სადაც სხვადასხვა სამკურნალო თვისებების მქონე 5 მინერალური წყარო და ერთი თერმული წყალი ამოედინება. სწორედ, ეს არის კურორტის მთავარი სიმდიდრე.  მინერალური წყლების მიღებისას, მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა, იმასაც კი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მივიღებთ წყალს - ერთიანად, თუ ყლუპ-ყლუპად. 

საირმე ერთადერთი კურორტია საქართველოში და ამიერკავკასიაში, რომელიც ევროპის სპათა ასოციაციის, ESPA-ს წევრია. იმ ადგილას, სადაც თერმული წყალი ამოედინება, თანამედროვე ტიპის გამაჯანსაღებელი ცენტრია აშენებული. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ და პროფილაქტიკურ პროცედურას სთავაზობს დამსვენებელს. ცენტრის ტერიტორიაზე არის ღია საცურაო აუზი, რომელიც მიწიდან ამოსული თერმული წყაროთი ივსება.

 

სასტუმრო - ახალი საირმე

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ახალი საირმე“ სრულად პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს თავისი ინტერიერით, უნიკალური ადგილმდებარეობით და ინფრასტრუქტურით. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, ლობი-ბარსა და ტერასას, ასევე,გარე აქტივობებში ჩართვას, კურორტის ტერიტორიაზე შიდა ტრანსპორტირებას და შეფის მიერ მომზადებული უგემრიელესი იტალიურ-ქართული კერძების დაგემოვნებას.

აქტივობები 

დასვენება და ჯანსაღი აქტივობები სხეულს სტრესისგან ათავისუფლებს და ახალი ენერგიით ავსებს. ზოგს აუზთან დასვენება ურჩევნია, ზოგს ექსტრემალური აქტივობა, ზოგს კი ლაშქრობა ფეხით, ველოსიპედით თუ ცხენით. რა ტიპის დასვენებაც უნდა ავირჩიოთ, საირმე სწორედ ის ადგილია, სადაც ერთ ლოკაციაზე სხვადასხვა აქტივობა დაგვხვდება.

ზიპლაინი 

ზიპლაინი ექსტრემალური აქტივობაა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ემოციებით და ენერგიით ივსება ადამიანის ორგანიზმი. ის, ასევე, საშუალებას გაძლევთ, სიმაღლის ფობია დაძლიოთ. 800 მეტრიანი ზიპლაინი, 120 მეტრის სიმაღლიდან გადმოყურებს მთელ კურორტს.

სასროლეთი 

საირმე ერთადერთი კურორტია საქართველოში და ამიერკავკასიაში, რომელიც ევროპის სპათა ასოციაციის, ESPA-ს წევრია. იმ ადგილას, სადაც თერმული წყალი ამოედინება, თანამედროვე ტიპის გამაჯანსაღებელი ცენტრია აშენებული. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ და პროფილაქტიკურ პროცედურას სთავაზობს დამსვენებელს. ცენტრის ტერიტორიაზე არის ღია საცურაო აუზი, რომელიც მიწიდან ამოსული თერმული წყაროთი ივსება. 

ოფ როუდ ტური 

ხართ ექსტრემის და რალის მოყვარული, გიყვართ წინაღობების გადალახვა და მიუვალი ადგილების დაპყრობა, მაშინ საირმეში დაგხვდებათ ოფ როუდ ტური, რომელიც დაუშრეტელი ენერგიით აგავსებთ. 

თოკების ქალაქი 

იდეალურია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ან თუნდაც კორპორაციული შეჯიბრებებისთვის. საირმის თოკების ქალაქი ორსართულიანი კონსტრუქცია, სადაც სხვადასხვა წინაღობები დაგხვდებათ. 

სასეირნო ადგილები 

ჟანგბადით გაჯერებულ გარემოში, შეგიძლიათ გაისეირნოთ ფეხით, ველოსიპედით , ან თუნდაც ცხენით. განსაკუთრებული ადგილია გარემოსთან დასაახლოვებლად. 

კორპორაციული ღონისძიება 

ახალი საირმე, სწორედ ის ადგილია, სადაც თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ კორპორატიული საღამოები, ბიზნეს-სადილები, სემინარები, ტრენინგები, პროექტების პრეზენტაცია და გუნდური სხვადასხვა აქტივობები. კურორტის კომპლექსში შემავალი სასტუმრო „ახალი საირმე“, ძირათადად, კომპანიებს, ბიზნესს, ჯგუფებზე და კორპორაციულ ღონისძიებებზე მორგებული. 

საირმე გეოგრაფიული მდებარეობით, უნიკალურობით, სამკურნალო- გამაჯანსაღებელი რესურსით, ინფრასტრუქტურით და სხვადასხვა აქტივობებით, ზრუნავს, თითოეულ სტუმარს შეუქმნას კომფორტული და სასიამოვნო გარემო. 

ფიქრობ დასვენებაზე, ახალ ემოციებსა და ახალ ენერგიაზე? თან ახალი წელი ახლოვდება, მაგრამ არ გაქვს გადაწყვეტილი, სად შეხვდეთ ახალ წელს? მაშინ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა, მომაჯადოვებელ გარემოში შეხვდი ახალ წელს. 

ახალი წლის ღამეს, განსაკუთრებული გარემო გელოდებათ კურორტ საირმეში, უგემრიელესი კერძებითა და ბევრი სიურპრიზით. 

საკონტაქტო ნომერი - 032 2 404 545

კომენტარები