მკვლელობა

ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის პირი დააკავეს

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის პირი - 2005 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს". - წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები