რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი წერს, რომ ამჟამად ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. მისივე სიტყვებით, შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა წინ მიიწევენ.

ამის  შესახებ სერგი გაიდაი Telegram-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"გათავისუფლებული სოფლები საშინელ მდგომარეობაშია, ისინი მთლიანად განადგურებულია. ხალხი აქ რჩება, ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანები შემოგვყავს და არ ვკარგავთ იმედს იმისა, რომ ადგილობრივები ევაკუაციას მოისურვებენ. დაბომბვა არ წყდება" – წერს გაიდაი.


უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას აგრძელებს. 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს. ამავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ და ოლქში გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინეს.

14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა.

 

კომენტარები