კიევში მყოფი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას $60 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს. სუნაკი პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.
"თავდაცვითი დახმარების £50-მილიონიანი ($60-მილიონიანი) პაკეტი მოიცავს 125 საზენიტო იარაღს და ტექნოლოგიას ირანის მიერ მიწოდებულ სასიკვდილო დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, ათობით რადარს და დრონ-საწინააღმდეგო ტექნიკას". – თქვა სუნაკმა.
უკრაინის დედაქალაქში მოულოდნელი ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ყვავილებით შეამკო ომის დროს დაღუპულთა მემორიალიც.
სუნაკის თქმით, საჰაერო თავდაცვის პაკეტის გარდა, ბრიტანეთი ასევე გამოყოფს $14 მილიონს სასურსათო კრიზისში უკრაინის დასახმარებლად და $5 მილიონს მიგრანტთა დასახმარებლად.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


