ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.84 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.06 თეთრით გაუფასურდა. 18 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7188 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8213 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 10.2 თეთრით ძვირი ღირს. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 2.87ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.73 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.82 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები