ქართული ოცნება

ზარქუა შაჰინზე: შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ მქონია, სხვა კონტექსტში ვხუმრობდი

1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს  შევურაცხყოფ აშშ-ს სენატორს. რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.

მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან. 

2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.

P.S. როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა Facebook-ზე. ზარქუამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას სენატორ ჯინ შაჰინს "ჩათლახი" უწოდა.

კომენტარები