რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ გმობს რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვას

MARK MAKELA / GETTY IMAGES

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვას გამოეხმაურა. სალივანის თქმით, აშშ გმობს რუსეთის აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები დიდი ოცეულის სამიტზე არიან შეკრებილი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხებზე სასაუბროდ.

"იმ დროს, როდესაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან ბალიში, დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ჩვენ გვერდში ვუდგავართ მამაც უკრაინელ ხალხს, რომლებიც თავიანთი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვით აგრძელებენ გამძლეობისა და გამბედაობის დემონსტრირებას".  – წერს სალივანი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა 85 რაკეტა ჩამოაგდეს. მისივე თქმით, მოსალოდნელია კიდევ 20 სარაკეტო დარტყმა. ზელენსკი ამბობს, რომ მტერი ენერგო ობიექტებს ბომბავს. 

კიევში ოკუპანტებმა 2 საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. მაშველებმა ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს. 

უკრაინის დედაქალაქის, კიევის გარდა რუსებმა ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს  ხმელნიცკი, რივნე, ვოლინი, ლვოვი, ჟიტომირი, ვინიცა, დნეპროპეტროვსკი და ხარკოვის რეგიონები. 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ეს არის ყველაზე მასტაბური თავდასხმა ენერგეტიკულ სისტემაზე. 

"დღეს ისევ რუსეთი იწყებს ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმებს ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს არის ენერგეტიკული სისტემის ყველაზე მასიური დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ". - თქვა ენერგეტიკის მინისტრმა 

თავდასხმის შედეგად ქვეყნის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გალუშჩენკოს თქმით, ამ თავდასხმამ შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ უკრაინის ენერგოსისტემაზე, არამედ ზოგიერთი მეზობელი ქვეყნაზეც. მინისტრი აღნიშნავს, რომ მტერი ცდილობს, ზამთრის მიჯნაზე მაქსიმალური ზიანი მიაყენოს უკრაინის ენერგოსისტემას.

"ყველას ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ კრიტიკულ სიტუაციას ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ენდონ ენერგეტიკოსებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს".- დასძინა მან.

 

კომენტარები