საქართველო-ევროკავშირი

ჯაფარიძე ვარჰეიზე: საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი, ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ოცნების სბროდს

ვუსმინე ევროკომისარს

დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო

ანუ არ იცის რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე

მერე თქვა კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განსახვავებით

მერე ისევ დეოლიგარქიაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული რა ხდება საქართველოშიო

სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო. ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი

ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო. აი ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო ..

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს, რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტიდასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს "პროევროპული" იმიჯი

გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი

სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნება მაგ მიმართულებით

პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას. 

ასე ეხმურება გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელმაც თქვა, რომ საქართველო მთავრობა 12 პუნქტის შესასრულებლად აქციურად მუშაობს და ქვეყანაში ეკონომიკა ჰყვავის

კომენტარები