რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრუდო: კანადა უკრაინისთვის დამატებით $500 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა უკრაინას დამატებით $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ტრუდომ G20-ის სამიტზე ისაუბრა

სამხედრო დახმარების პაკეტი სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, ასევე საწვავი და სამედიცინო მარაგების დაფინანსებას მოიცავს. 

გარდა ამისა, კანადა დამატებით სანქციებს 23 რუს პირს დაუწესებს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევაში მონაწილეობენ. მათ შორის, რუსეთის პოლიციის თანამშრომლებს, ასევე, პროკურორებს, მოსამართლეებსა და ციხის ჩინოვნიკებს.

24 თებერვლიდან დღემდე კანადამ უკრაინის დასახმარებლად $3.4 მილიარდი გამოყო.

კომენტარები