დაპირისპირება ენმ-ში

ზარქუა ენმ-ზე: ხაბე და ჩალაძე რომ თავმჯდომარეებად განიხილებიან, მათი ამბავი დამთავრებულია

ბუნებრივია, მცდელობა არის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს. მაგრამ, ახლა უყურეთ, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ჩალის ფასი აქვს. ლევან ხაბეიშვილი კანდიდატურას წამოაყენებს, მე მას ვიცნობ, ჩემი ძველი მეგობარია. ეს ხომ მარაზმია? ეს პარტია რა დონემდე დაეცა, რომ ხაბე და ჩალაძე კონკურენტები არიან და იბრძვიან, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები გახდნენ. ეს ნიშნავს, რომ ენმ ყოველგვარი ღირებულებებისა და ემოციებისგან დაიცალა. რა უნდა ქნან ახლა ამათმა? არაფერი. ხაბე და ჩალაძე რომ თავმჯდომარეებად განიხილებიან, იქ უკვე მათი ამბავი დამთავრებულია. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ TV იმედის ეთერში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდაპარტიულ არჩევნებსა და თავმჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვენ. პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გარდა, არჩევნებში მონაწილეობისა და ენმ-ს თავმჯდომარეობის სურვილი გამოთქვეს პარტიის წევრმა, გიორგი ჩალაძემ და მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა, აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

კომენტარები