თურქეთი

"მიგვაჩნია, რომ ტერორისტული აქტია, თავდამსხმელი ქალია" – თურქეთის ვიცეპრეზიდენტი

Kemal Aslan/Reuters

თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ აღნიშნა, რომ სტამბულში აფეთქება, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 81 დაშავდა, ტერორისტული აქტია, თავდამსხმელი კი ქალია. 

"მიგვაჩნია, რომ ეს არის ტერორისტული აქტია, რომელიც დამნაშავემ, ჩვენი აზრით - ქალმა, ბომბის აფეთქებით მოაწყო". - აღნიშნა ვიცეპრეზიდენტმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში აფეთქებას თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობა დამნაშავეების დასასჯელად ყველაფერს გააკეთებს.

"ყველა პასუხისმგებელი პირს ვიპოვით, ისინი დაისჯებიან". - თქვა ერდოღანმა.

აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

სტამბოლში ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ამჟამად რაიონში პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. 

კომენტარები