თურქეთი

ერდოღანის თქმით, აფეთქება სტამბოლში შესაძლოა ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდეს

Hitham Dahman/CNN

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში აფეთქებას თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობა დამნაშავეების დასასჯელად ყველაფერს გააკეთებს.

"ყველა პასუხისმგებელი პირს ვიპოვით, ისინი დაისჯებიან". - თქვა ერდოღანმა.

აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ქალაქის სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა შეზღუდვა აფეთქებასთან დაკავშირებული ყველა ვიზუალური და აუდიო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით.

ქალაქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაშავებულია 53, ხოლო დაღუპულია 6 ადამიანი. 

სტამბოლში ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ამჟამად რაიონში პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. 

კომენტარები