რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენს სამხედროებს უკრაინის დროშებით ყირიმშიც შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ყირიმის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს ისევე შეხვდებიან, როგორც - ხერსონში.

"ასე იქნება გენიჩესკსა და მელიტოპოლშიც, ჩვენ მივალთ დონბასის ყველა ქალაქსა და სოფელში. აუცილებლად ვნახავთ იმასაც, თუ როგორ შეხვდებიან უკრაინული ძალები ჩვენს დროშებს ყირიმში, რომლებიც იქ ინახება, რომლებიც გათავისუფლების დღეს ქუჩებში გამოეფინება". - თქვა ზელენსკიმ. 

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ცალკეულ 28-ე, 63-ე და 59-ე ქვეითი ბრიგადის მებრძოლებს. ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებსა და ეროვნული გვარდიის სამხედროებს "ხერსონის გათავისუფლების ამოცანის ბრწყინვალედ შესრულებისთვის". 

ზელენსკის თქმით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი აღდგენილია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე, სადაც ამჟამად პოლიციის მიერ სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს

ზელენსკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხერსონიდან გაქცევამდე კრიტიკული ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურეს. მათ შორის კავშირები, წყალმომარაგება, გათბობა და ელექტროენერგია.

კომენტარები