რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღვადგინეთ

ამ საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი აღდგენილია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონში ასევე გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები...

ოკუპანტებმა ხერსონიდან გაქცევამდე გაანადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა: კავშირები, წყალმომარაგება, გათბობა, ელექტროენერგია. რაშისტებს ყველგან ერთნაირი მიზანი აქვთ - ხალხის მაქსიმალურად შეურაცხყოფა. მაგრამ ყველაფერს აღვადგენთ, დამიჯერეთ.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები