რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის კიბერუსაფრთხოებისთვის

Getty Images

გერმანიის მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. თანხა განკუთვნილია რუსეთის კიბერთავდასხმებისგან თავდაცვისთვის და ომის დანაშაულების მტკიცებულებების შესაგროვებლად. 

"ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ ევროპასა და უკრაინაში მშვიდობისთვის". - ამბობს რობინ ვაგენერი, გერმანიის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი კანონმდებელი, რომელიც უკრაინის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეა.

თანხის ნაწილით გერმანია დაეხმარება მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების შესახებ, მათ შორის, რუსეთის უკან დახევის შედეგად აღმოჩენილ მტკიცებულებებს აგროვებს. 

დამატებითი თანხა, ასევე, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას უფრო ფართო რეგიონში, მათ შორის, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჟურნალისტების დაცვას.

გერმანია უკრაინაში მესამე უდიდესი სამხედრო დონორია. პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებულ შტატებია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის წარმატებაში - ამის კულმინაცია კი ხერსონის დაბრუნება იყო. 

კომენტარები