ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა — 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.82 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 7.96 თეთრით გაუფასურდა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7179 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7910 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 7.3 თეთრით ძვირია. 

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები