რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანტონოვკის ხიდი ჩანგრეულია, რუსი პროპაგანდისტების მტკიცებით, რუსებმა ააფეთქეს

რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრ კოცი ანტონოვკის განადგურებულ ხიდთან

ქალაქ ხერსონთან მდებარე ანტონოვკის ხიდი ჩანგრეულია, როგორც რუსი პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს.

რუსული პროპაგანდისტული მედიის,  Комсомольская правда-ს სამხედრო განადგურებული ჩანგრეული ხიდი ჩანს. 

კოცის მტკიცებით, ხიდი რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხერსონის დატოვების დროს გაანადგურეს.

ანტონოვკის ხიდს ქალაქ ხერსონში გამაგრებული რუსი სამხედროების მომარაგებისთვის სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა, ამიტომ ის რამდენჯერმე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდა.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხიდის დაზიანება მასშტაბურია.


9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

შოიგუს ბრძანებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის ბრძოლის გარეშე დატოვების ნიშნებს ვერ ხედავენ. აქამდე უკრაინის დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთს, შესაძლოა, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინა, თუმცა უკრაინული ძალებისთვის შეტყუების მიზნით. საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა კომენტარი, თქვა, რომ "ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს" და ხალხს ემოციების თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები