რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს წარადგენს

MARK MAKELA / GETTY IMAGES

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგზე აშშ-ს მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ ახალ სამხედრო პაკეტზე იასუბრა. 

სალივანის თქმით, კიევში ვიზიტისას პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გუნდთან გასაუბრების შედეგად, აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს გადასცემს.

"დღეს, აშშ დაანონსებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვით დახმარებას, როგორიცაა Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტებს, ასევე Stinger რაკეტებით აღჭურვილ ოთხ Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას. [...] გასულ კვირას, კიევში ვიზიტისას კონსულტაცია გავიარე პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო, რათა ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად გაძლიერდეს. საჰაერო თავდაცვის ამგვარი გაძლიერება იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, იმის ფონზე, როდესაც რუსეთი აგრძელებს ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული წარმოების დრონების გამოყენებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის". – თქვა სალივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა, რითაც მაღალჩინოსანმა უკრაინის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ჩვენ ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას საკმარისი რესურსები ექნება და ჩვენ ამის გასაკეთებლად საჭირო ხმებს ორივე მხარისგან მივიღებთ". – თქვა სალივანმა.

ასევე, 10 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

 

კომენტარები