დიდი ბრიტანეთის სანქციები

ბრიტანეთმა 18 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

REUTERS

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რუსეთის 18 მილიარდ ფუნტზე მეტი (20.5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივები გაყინა. აქტივების მფლობელები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შედეგად სანქცირებული რუსი ოლიგარქები, სხვა პირები და ბიზნესები არიან. 

რუსეთი გახდა ბრიტანეთის მიერ ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყანა მას შემდეგ, რაც გადაუსწრო ლიბიასა და ირანს -  ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშში. 

რუსეთის გაყინული აქტივები 6 მილიარდი გირვანქა სტერლინგით აღემატება ბრიტანეთის ყველა სხვა სანქცირებული ქვეყნის აქტივების ჯამს. 

მიმდინარე წელს რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი და ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიას შეუერთდნენ, ვლადიმერ პუტინთან, მის ოჯახთან და სამხედრო მეთაურებთან ერთად.

Reuters-ის ცნობით, მთავრობამ სანქციები დაუწესა ბრიტანეთში რუსული ექსპორტის 95%-ს, ხოლო რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი სრულად შეჩერდება 2022 წლის ბოლომდე.

"ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ არ დავუშვებთ პუტინს წარმატებას ამ სასტიკ ომში". - თქვა ფინანსთა სამინისტროს უმცროსმა მინისტრმა, ენდრიუ გრიფიტმა.

ბრიტანეთმა ამ დრომდე სანქციები დაუწესა 1200-ზე მეტ პირს, მათ შორის ცნობილ ბიზნესმენებსა და გამოჩენილ პოლიტიკოსებს, აგრეთვე 120-ზე მეტ იურიდიულ პირს რუსეთში.

კომენტარები