რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც სპეკულაციების საგანი გახდა და კიდევ გახდება, იმ რეალურ ისტორიას ვერ შეცვლის, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის უკან დგას. ის არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც, პირველ რიგში, საქართველოში მოქალაქეებს სახელმწიფო დაუბრუნდათ. ჩვენს ქვეყანაში რეალური დემოკრატია დაბრუნდა, როდესაც მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანსა და მათ პრობლემებზე საუბარს აზრი აქვს. როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება და სამართალდამცავი სტრუქტურები მოქალაქეებს ემსახურება. ბიზნესი არის თავისუფალი, მედია კი უფრო მრავალფეროვანი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი აქვს. ეს არის რეალურად ის საქმეები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში გაკეთდა.
tbl.ge/66kx
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე. 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კომპრომისულ ცვლილებებს. როგორც შესწორების დოკუმენტში წერია, ევროპარლამენტი რეკომენდაციას იძლევა, რომ აღმოიფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




