ტრეილერი

ბრენდან ფრეიზერის დაბრუნება დიდ კინოში – THE WHALE-ის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია A24-მა დარენ არონოფსკის ახალი დრამის The Whale-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმის მთავარი გმირი საშუალო ასაკის მასწავლებელი ჩარლია, რომელსაც ჭარბი წონის პრობლემები აქვს და საკუთარ შვილთან ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობს.

ჩარლის როლს მუმიის ვარსკვლავი ბრენდან ფრეიზერი ასრულებს, რომელიც წარმატებული სტარტის მიუხედავად ბოლო 15 წლის განმავლობაში მსხვილ ჰოლივუდურ პროექტებში არ გამოჩენილა. არონოფსკის ფილმმა მსახიობს დიდ კინოში დაბრუნების კარგი შანსი მისცა. კრიტიკოსებმა ფრეიზერის თამაშს მაღალი შეფასებები მისცეს, ბლოკბასტერების ყოფილმა ვარსკვლავმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოც მიიღო. ანალოგიურად დაეხმარა არონოფსკი მიკი რურკს, როდესაც 2008 წელს კინოდან ფაქტობრივად გამქრალ რურკს Wrestler-ში მთავარი როლი ათამაშა.

The Whale მსოფლიოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გამოვა.

კომენტარები