უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნის ნებართვა გასცა. ეკლესიებს უფლება მიეცათ, თავად გადაწყვიტონ, როდის აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, 25 დეკემბერს, თუ 7 იანვარს.
"უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მხედველობაში მიიღო მრავალი თხოვნა და გაითვალისწინა ის დისკუსიები, რაც ეკლესიასა და საზოგადოებაში არაერთი წელია, მიმდინარეობს. აგრეთვე, ომის გარემოებებიდან გამომდინარე". - წერია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში.