უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

პაველ კლიმკინი: უკრაინა და ევროპის ქრისტიანული ღირებულებები

ტაბულა გთავაზობთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის სტატიას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე. 

თარგმანი: უკრაინის საელჩო საქართველოში

2019 წლის იანვარში, შობას, უკრაინაში გაიმართა ისტორიული მოვლენა: უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის დედაეკლესიისგან მიიღო ტომოსი (განკარგულება) ავტოკეფალიის შესახებ. ამრიგად, უკრაინამ კვლავ მოიპოვა საკუთარი კანონიკური ეკლესია, რომელსაც 300 წელზე მეტია მოკლებული იყო.

ეროვნული ეკლესიის აღორძინებამ უკრაინელთა რელიგიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამოცოცხლება, ეკლესიის ავტორიტეტის ზრდა და ქრისტიანული ღირებულებების დამტკიცება გამოიწვია. ვისარგებლებ შემთხვევით, რათა მკითხველს მოკლედ გავაცნო უკრაინა, როგორც ქრისტიანული ქვეყანა.

988 წელს, ანუ 1030 წლის წინ, კიევის დიდმა მთავარმა ვლადიმერმა, რომელმაც მდინარე ფოჩანეიში ყველა კიეველი მონათლა, გამოიყვანა თავისი ხალხი კერპთაყვანისმცემლობის სიბნელიდან ქრისტიანული რწმენის სინათლეში. ნათლობის დღეს, ჩვენი ერისა და ქვეყნის ნამდვილი, ჭეშმარიტი ცხოვრება დაიწყო.

როგორც ერთგული ქრისტიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანობის მიღებამ პირველ რიგში მოუტანა ჩვენს ხალხს ხსნა და გახსნა ჭეშმარიტი გზა ღმერთისკენ. მაგრამ ვლადიმერის წოდება იყო არა მარტო რწმენის, არამედ ისტორიული გზის, ცივილიზაციური კუთვნილების, მორალური ღირებულებებისა და კულტურის არჩევანი, ანუ ყველაფრის, რაც რეალურად ქმნის ერს.

ერთი ღმერთის რწმენის შემოღებისთვის ანაზღაურება, კიევის რუსეთმა, როგორც მაგ დროს უკრაინას ეწოდებოდა, პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მიიღო. ახალმა რელიგიამ გააერთიანა სლავური ტომები , დაამტკიცა კიევის მთავრის და კიევის ხელისუფლების ავტორიტეტი, ისე, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ, ვლადიმერის ვაჟის იაროსლავ ბრძენის დროს, კიევის რუსეთი იყო არა მარტო ყველაზე უდიდესი ტერიტორიების მფლობელი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო ახალ ევროპაში. რელიგიასთან ერთად კიევის რუსეთში ბიზანტიიდან გადმოვიდა განათლება, ხელოვნება და კულტურა. ამავე დროს კიევი ნიჭიერი სტუდენტი აღმოჩნდა,მალე იგი ძლიერი და გავლენიანი

სასულიერო და კულტურული ცენტრი გახდა. ქვეყნის მასშტაბით ტაძრები შენდებოდა, იხსნებოდა სკოლები, ფუძნდებოდა ახალი ქალაქები. იმდროინდელი კიევის რუსეთის აყვავება და ძლევამოსილება ჩვენი სახელმწიფო ცნობიერებისა და ეროვნული სიამაყის საფუძველია.

ქრისტიანულ სამყაროსთან შეერთება ერთდროულად გულისხმობდა ევროპულ ცივილიზაციაში ჩართულობას. თუ დღეს უკრაინის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირში ინტეგრაცია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ნაბიჯი საერთო ქრისტიანული ღირებულებებით გაერთიანებული ევროპული ოჯახისკენ იყო გადადგმული სწორედ მაშინ, ნათლობის დღეს. ეს ნაბიჯი ერთხელ და სამუდამოდ  ევროპის არსი და უკრაინის ევროპულ ბედი განსაზღვრა.

წინაქრისტიანულმა, ანტიკურმა ევროპამ კაცობრიობას პირადი თავისუფლების, ბერძნული დემოკრატიისა და რომის რესპუბლიკის იდეალები აჩუქა. თავის მხრივ ქრისტიანობამ მისცა სიყვარულის ფუნდამენტური აღთქმა (ჰუმანიზმი). სწორედ თავისუფლება- დემოკრატიის სიყვარული - ჰუმანიზმთან შეხამება ქმნის ევროპის ცივილიზაციურ არსს, რომელზეც დღეს მისი ღირებულებები და პრინციპები დაფუძნებულია. ამ თვალსაზრისით, უკრაინელები - გამოხატული ევროპული ერია, რადგან ქრისტიანული მორალი და თავისუფლებისკენ სწრაფვა დიდი ხანია უკრაინის მენტალიტეტის ფუნდამენტური ელემენტები გახდა.

უკრაინა-რუსეთმა ქრისტიანობისგან არა მარტო სიკეთეები მიიღო, არამედ მან ძალიან ბევრი რამ მისცა ქრისტეს ეკლესიას, ევროპასა და მთელ მსოფლიოს. კიევის ნათლობის შემდეგ ქრისტიანობამ კიევის მთავრებისა და საეკლესიო იერარქების ძალისხმევით დაიწყო გავრცელება აღმოსავლეთ სლავურ ტომებზე, კიევის რუსეთის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში, სადაც რამოდენიმე საუკუნეში ბელარუსი და რუსეთი წარმოიშვა. საბოლოო ჯამში, ქრისტიანული რელიგია გავრცელდა დიდ ტერიტორიებზე კარპატებიდან კამჩატკამდე. დამეთანხმებით, ამის გარეშე თანამედროვე სამყარო სრულიად განსხვავებული იქნებოდა.

უკრაინის დამსახურება ქრისტიანობისა და ევროპის წინაშე ამით არ ამოიწურა. სწორედ კიევის რუსეთმა, როგორც მოსაზღვრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, შუა XIII საუკუნეში საკუთარ თავზე მიიღო.

მონღოლ-თათართა ურდოს გამანადგურებელი დარტყმა, ამით მან ევროპა დაიცვა აზიური შემოსევისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოგვიანებით, ზაპოროჟიეს კაზაკები ყოველთვის იყვნენ ოსმალეთის იმპერიის შემოჭრისაგან ევროპისა და ქრისტიანობის დაცვის აქტიური მონაწილეები. მე გავიხსენებდი ხოტინის (1621) და ვენის (1683) ბრძოლები, რომლებმაც ცენტრალური ევროპა დამონებისგან გადაარჩინეს.

სხვათა შორის, დღეს კაზაკობა ევროპაში ექსკლუზიურად რუსულ მოვლენად მიიჩნევა და, პირველ რიგში აღიქმება, როგორც რომანტიკული ფლიერის მქონე ეგზოტიკური ველური სტიქია. ამასობაში, უკრაინელი კაზაკები უნიკალურ ევროპულ ქრისტიანულ ფენომენს წარმოადგენდნენ. სწორედ მათ შექმნეს დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობის მქონე პირველი სამხედრო რესპუბლიკა  ახალ ევროპაში  და მათი არსებობის ყველაზე უმაღლეს აზრად ქრისტიანული რწმენისა და ნების დაცვა გამოაცხადეს. ევროპული ცივილიზაციის ისტორიაში უკრაინის წვლილის შესახებ ევროპამ ჯერ პრაქტიკულად არაფერი იცის.

ბელარუსელებთან ერთად ჩვენი გამოჩენილი ისტორიული დამსახურება გახდა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის შექმნა. ჩვენ შეგვიძლია დიდხანს ვესაუბროთ 1596 წლის უნიის თეოლოგიური ნიუანსებისა და პოლიტიკური მიზნების შესახებ, რომლებიც იმ დროს მიზნად ჰქონდა დასახული რომსა და ვარშავაში, მაგრამ დღეს ეს არ არის მთავარი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე შეგვედავოს იმაში, რომ 1054 წელს განხეთქილება კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის კატასტროფული შეცდომა იყო, რისთვისაც ევროპული ხალხები შემდეგ საუკუნეებში გადაიხადეს საშინელი ფასი. ასე, ჩვენი ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია განხეთქილების გადალახვისა და ორ კონფესიას შორის შერიგების მიღწევის ერთადერთი წარმატებული მცდელობა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმატება მხოლოდ ლოკალური იყო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა ჩვენს მიწაზე. დღეს, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია უკრაინის სულიერ და ნაციონალურ აღორძინებაში და ევროპული ცივილიზაციის წიაღში მის დაბრუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

თუ ვისაუბრებთ დღევანდელ დღეზე, ჩვენ მთავარ მიღწევად მე ვთვლი იმას, რომ უპირატესად, მართლმადიდებელ უკრაინაში მშვიდობასა და ჰარმონიაში მოქმედებენ ყველა ქრისტიანული კონფესიები-მართლმადიდებელი, ბერძნული და რომაულ-კათოლიკური და პროტესტანტული, მეგობრული დიალოგი მუდმივად იმართება ისლამსა და იუდაიზმთან, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში დიდი ტრადიციები აქვთ. მთავარია, რომ საუბარი მიდის  არა მარტო რელიგიური ლიდერების, არამედ მათი სამწყსოს, ჩვეულებრივი ერისკაცების - უკრაინის მოქალაქეების შესახებ, რომელთათვისაც კონფესიური განსხვავებები საერო ცხოვრებაში პრაქტიკულად არარელევანტურია.

რელიგიური მრავალფეროვნების თვალსაზრისით, უკრაინა უნიკალური სივრცეა, ეს პრაქტიკულად მთელი ცენტრალური ევროპა ერთ ქვეყანაში. უკრაინელებისთვის დამახასიათებელი ტოლერანტობა, სოლიდარობა და ღიაობა - ესეც ევროპაა, მისი ფუნდამენტური ფასეულობების დანერგვა, რითი ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ და რასაც თვალისჩინივით გაფრთხილება უნდა.

რელიგიურ მდგომარეობას უკრაინაში კიდევ ერთი თვისება გააჩნია - ის პოსტ ტრავმატულია. საბჭოთა იდეოლოგია იყო აგრესიულად ათეისტური, სსრკ-ში ხდებოდა ეკლესიის მკაცრად შევიწროება, ათასობით მღვდელი დაიღუპა სტალინური რეპრესიების დროს, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია საერთოდ იყო აკრძალული და იატაკქვეშეთში მოქმედებდა. ამის შედეგად მილიონობით ადამიანმა რამოდენიმე თაობის განმავლობაში უღმერთოდ იზრდებოდა. კომუნისტური იდეის კრახის შემდეგ, მათ სულებში ჩამოყალიბდა სულიერი ვაკუუმი, რომლისგან მხოლოდ ღმერთთან დაბრუნება თუ უშველიდა.აქედან გამომდინარე, დღევანდელი უკრაინა დიდწილად ნეოფიტების ქვეყანას წარმოადგენს. ხოლო ნეოფიტების რწმენა, როგორც მოგეხსენებათ, ბევრად უფრო გულწრფელი, ღრმა და მგზნებარეა.

გარდა ამისა, რელიგიის აღორძინება და სარწმუნოების თავისუფლება ჩვენი ხალხის გონებაში მტკიცედ გაერთიანებულია კომუნისტური ტოტალიტარიზმის გადალახვასთან, დემოკრატიისა და ყველა ევროპულ ღირებულებებთან, რომლებიც ჩვენთვის არის ამავდროულად ქრისტიანულიც. უკრაინელთა ამ ღირებულებების რწმენა ასევე ნეოფისტურია. გავბედავ და ვიტყვი, რომ ახლა ევროპის პასიონარული გული სცემს სწორედ უკრაინაში. დღეს ძველი ევროპა გარკვეულ მორალურ კრიზისს განიცდის, მას ეჭვი ეპარება საკუთარ თავში,  

უფრო და უფრო მეტი მისი მაცხოვრებლები ეძებენ მშვიდობას და არ არინ მზად საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ევროპული ღირებულებები. უკრაინელები არა მხოლოდ მზად არიან, არამედ ისინი წარმოადგენენ ერთადერთ ხალხს, ვინც ახლა იარაღით იცავს მათ ბრძოლის ველზე. იმედია, ახლა არავის სჭირდება დარწმუნება იმაში, რომ  პუტინის რუსეთი აწარმოებს ომს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპასა და მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ და ამ კონფლიქტს ცივილიზაციური ხასიათი გააჩნია.

ის ფაქტი, რომ რუსეთი ქრისტიანული ქვეყანაა და ევროპისგან გადმოიღო  ბევრი გარეგანი ნიშნები, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იგი ასევე  ევროპულ ცივილიზაციას მიეკუთვნება. თუ ევროპა არის  ქრისტიანული სიყვარულისა და დემოკრატიის შეხამება, მართლმადიდებელ რუსეთში კი  სიყვარული დეკლარირებულია, მაგრამ იქ, როგორც ღირებულებები, არასდროს ყოფილა თავისუფლება, დემოკრატია, გახსნილობა და ტოლერანტობა. ამიტომ ყოველგვარი გარეგანი მსგავსების მიუხედავად, ის მაინც არ არის ევროპა. თავისუფლების არარსებობა ამახინჯებს ქრისტიანული სიყვარულის პრინციპს, ხშირად სიძულვილად გარდაქმნის მას მართლმადიდებლობის  და რუსეთის იმპერიის სახელით. დღეს რუსეთი და რუსეთის ეკლესია სწორედ ასეთ ბნელ პერიოდს განიცდიან.

სამწუხაროდ, ცივილიზაციის განსხვავებები ექსტრაპოლირდება რელიგიურ ცხოვრებაზე უკრაინაში. რაც უნდა პარადოქსული იყოს, სრული რელიგიათაშორისო და კონფესიათშორისო ჰარმონიის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს განხეთქილება მართლმადიდებლური კონფესიის შიგნით. ჩვენი მართლმადიდებლობა დღეს დაყოფილია რუსეთისგან დამოუკიდებელ უკრაინის ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში მოსკოვის პირდაპირი კონტროლის ქვეშ. მთავარია ის, რომ უნდა ვიცოდეთ: ამ განხეთქილებას არ გააჩნია რელიგიური ბუნება, რადგან ორი ეკლესიის დოგმები და კანონები თითქმის იდენტურია. საუბარი მიდის რუსეთის სურვილზე ნებისმიერი ფასით შეინარჩუნოს კონტროლი უკრაინაზე, როგორც მის ყოფილ კოლონიაზე. ალბათ, კათოლიკეებისთვის ეს მომენტი რთული გასაგები იქნება, რადგან მთელი კათოლიკური ეკლესია ერთი ცენტრიდან იმართება და არ ქმნის არანაირ პრობლემებს.

დიახ, მაგრამ ამავე დროს ყველა ქვეყნის კათოლიკეები შეიძლება აბსოლუტურად დარწმუნებული იყვნენ, რომ პონტიფიკი არ შეასრულებს იტალიის პრეზიდენტის ბრძანებას. რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით ყველაფერი პირიქით არის: იგი დიდი ხანია საიმედოდ შეეზარდა რუსეთის სახელმწიფო აპარატს და ახლა ე.წ. "რუსული სამყაროს" იმპერიულ-შოვინისტური კონცეფციის აქტიური გამტარია.  

მართლმადიდებლურ სამყაროში, თითოეული ქვეყანას  ჩვეულებრივ აქვს საკუთარი ეკლესია, ამიტომ ავტოკეფალია მთლიანად შეესაბამება მართლმადიდებლურ ტრადიციას და ისტორიული სამართლის პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, რომ ავტოკეფალიამ გახსნა დღევანდელი განხეთქილების დაძლევისა და ერთ ოჯახში უკრაინის მართლმადიდებლების გაერთიანების გზა.

მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა ევროპული ხალხის შემჭიდროება საკუთარი ქრისტიანული და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო. დროა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის აბსტრაქცია, ეს ძლიერი სულიერი ფაქტორებია, რომლებიც ათასზე მეტი წლის განმავლობაში განსაზღვრავენ ევროპისა და მთელი დასავლური ცივილიზაციის წარმატებას. დღეს ტარდება მათი ძირის გამოთხრისა და კოროზირების ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია. ჩვენი საერთო მოვალეობა - დავიცვათ ისინი.

კომენტარები