რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაათავისუფლეს 30 უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც ტყვედ კუნძულ ზმეინზე ჩავარდნენ

ზმეინის კუნძული

ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც კუნძული ზმეინის ოკუპირების დროს ჩავარდნენ ტყვედ.  ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს. 

ლუბინეცი FACEBOOK-ზე წერს, რომ უკრაინის ხელისფლება ტყვეების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. 

"ემოციური კომუნიკაციის დროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა დატვევებულების ოჯახებს უთხრეს, რომ ზმეინის კუნძულიდან 30 სამხედრო ტყვე უკვე გაათავისუფლეს. 

ტყვეობაში დარჩენილ ჩვენს სამხედროებს აუცილებლად გავათავისუფლებთ. 

ჩვენ ვაგრძელებთ ნათესავებთან თანამშრომლობის მექანიზმებზე მუშაობას, ერთობლივად განვიხილავთ ჩვენი დამცველების დაბრუნებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს".- დაწერა მან. 

ოკუპაციისგან კუნძული ზმეინი  უკრაინელებმა ივნისის ბოლოს გაათავისუფლეს. 30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინზე დავალებები შეასრულეს და "კეთილი ნების გამოხატვის სახით" კუნძულს ტოვებენ. 

კომენტარები