კრის ევანსი

PEOPLE-მა კრის ევანსი ყველაზე სექსუალურ ცოცხალ კაცად დაასახელა

Live Mirror

გამოცემა People-მა მსახიობი კრის ევანსი პლანეტის ყველზე სექსუალურ ცოცხალ კაცად დაასახელა.

"დედაჩემს ძალიან გაუხარდება. ის ყოველთვის ძალიან ამაყობს ყველაფრით რასაც ვაკეთებ, მაგრამ ეს რაღაც ახალია. ცოტა მეუხერხულება ამაზე ბევრი ლაპარაკი, არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს". – ამბობს ევანსი.

41 წლის მსახიობს ყველაზე დიდი პოპულარობა მარველის კინოსამყაროში შესრულებულმა კაპიტანი ამერიკას როლმა მოუტანა. MCU-ს გარდა ევანსს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Sunshine, Nanny Diaries, Fantastic Four, Scott Pilgrim vs. The World, Snowpiercer, Knives Out. 

წლის ყველაზე სექსუალური კაცის წოდება გავლენიანმა გამოცემამ პირველად 1985 წელს მელ გიბსონს მიანიჭა. 2021 წლის რჩეული ასევე ერთ-ერთი შურისმაძიებელი, ენთ-მენის როლის შემსრულებელი პოლ რადი გახდა.

კომენტარები