კრის ევანსი

კრის ევანსი Instagram-ზე დარეგისტრირდა

IndieWire

ამერიკელი მსახიობი, კაპიტან ამერიკას როლის შემსრულებელი კრის ევანსი Instagram-ზე დარეგისტრირდა.

ევანსი პირველივე პოსტით საქველმოქმედო ჩელენჯში ჩაერთო. All In Challenge მსახიობ კრის პრატის ინიციატივით წამოწყებული აქციაა და ახალი კორონავირუსის ეპიდემიით დაზარალებული ადამიანების დახმარებას ემსახურება.

ევანსმა პირობა დადო, რომ ჩელენჯში მონაწილეობას შურისმაძიებლების სხვა ვარსკვლავებიც - რობერტ დაუნი ჯუნიორი, სკარლეტ იოჰანსონი, კრის ჰემსუორთი, მარკ რაფალო, ჯერემი რენე, სებასტიან სტენი და ენტონი მაკი მიიღებენ.  

 

კომენტარები