თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები ბოსფორის სრუტეს გასავლელად ნებართვას თებერვლის დასაწყისიდან ელოდნენ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია სარაკეტო კრეისერზე Варяг და დიდ ნავსაწინააღმდეგო გემზე Адмирал Трибуц, რომლებიც 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს, საიდანაც ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდნენ.
როგორც შავი ზღვის სტრატეგიული ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიმენკო აღნიშნავს, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები შავ ზღვაში შესვლას ცხრა თვის განმავლობაში ელოდებოდნენ.
"ხედავთ Z და V ასოებს მილებზე? როგორც ძველ ანეკდოტშია: "არ გამოგვადგა". ყველაფერი თურქეთის და მისი სრუტეების გამო. ისინი 9 თვე იცდიდნენ. დაიღალნენ, შეკეთების საშუალება არსად იყო, ეკიპაჟის წევრები გაგიჟდნენ". - წერს კლიმენკო Twitter-ზე.