3 პარტიის გაერთიანება

ჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არის ერთობა

სინამდვილეში, ერთადერთი რამ, რისიც ბიძინა ივანიშვილს ეშინია, არის ის, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს ერთობა. ერთობა არის არა უბრალოდ სიმბოლური ამბავი, არამედ მნიშვნელოვანი გაერთიანება. მათ შორის, რესურსებისა და კოორდინაციის თვალსაზრისითაც, რამაც შეიძლება ივანიშვილი დაამარცხოს. 2012 წელს მან ეს გზა თავად გაიარა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ასეთივე ერთობა შეკრა. ამიტომ, მან ზუსტად იცის, რომ მისი დამარცხების ფორმულა ეს არის და შესაბამისად, ეშინია ერთობის მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის. ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ დავიწყეთ. ისინი ცდილობენ, რომ ამას საფუძველშივე ხელი შეუშალონ და თავიდანვე ამოძირკვონ. ეგ არის და ეგ. ამიტომ ვართ მიზანში ამოღებული. ყოველდღე დგანან და ჩვენზე ათას კომენტარს აკეთებენ. კან კეზერაშვილიო, ხან ეს, ხან ის და ა.შ.

თქვა პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. სტრატეგია აღმაშენებლისგირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები