რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა ფინანსური დახმარებისა და ირანის სანქცირების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2023 წლისთვის უკრაინის მაკროფინანსური დახმარებისა და ირანის სანქცირების საკითხი განიხილეს.

უკრაინის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარი ქვეყანამ საკუთარი რესურსებით უნდა შეავსოს, დანარჩენს კი საერთაშორისო პარტნიორები დააფინანსებენ.

ევროკავშირი აპირებს უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიოს, რაც 2023 წელს 18 მილიარდ ევროს შეადგენს.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ფინანსურ პაკეტს სხვა მსხვილი დონორების მსგავსი მხარდაჭერა დასჭირდება.

ევროკომისიის ცნობით, საუბრისას ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ პროგნოზირებადი და რეგულარული დაფინანსების უზრუნველყოფა. ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად მხარდაჭერა გულისხმობს შეღავათიანი გრძელვადიან სესხებს, საპროცენტო ხარჯების დაფარვას, ამასთანავე, უკრაინაში რეფორმების განხორციელებასა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას.

კომენტარები