რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორს გადასცემენ

Frederick Florin / AFP

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორი გაუგზავნა.

ქვეყნებმა, მათ შორის სლოვენიამ, სლოვაკეთმა, დანიამ, გერმანიამ და ესპანეთმა, ერთობლივად გაუგზავნეს უკრაინას დახმარება.

"უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. ელექტროენერგიისა და გათბობის წვდომის შესანარჩუნებლად, ევროკავშირის 17 ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორი ევროკავშირის Civil Protection Mechanism-ის საშუალებით გაუგზავნა". - ვკითხულობთ Twitter-ზე. 

მანამდე, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 500-მდე გენერატორი გადასცა. 

კომენტარები