3 პარტიის გაერთიანება

ზარქუა ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: მკვდარი მკვდარს რომ ეკიდება, რა შედეგი უნდა მიიღოს

რაც შეეხება ე.წ. ტროიკის თემას, ეს ხელმოცარულები და წყალწაღებულები რომ გაერთიანდნენ. არ ვიცი, რა იმედი უნდა ჰქონდეთ... არაფერი. უბრალოდ მცდელობა აქვთ, საზოგადოება ისევ შეიყვანონ შეცდომაში და მკვდარი მკვდარს რომ ეკიდება, რა შედეგი უნდა მიიღოს. ცალ-ცალკე აიღეთ აბა, ვაშაძე აიღეთ, ვინც შეიყვანა [პარლამენტში], ბოლოს ის პაატა შემორჩა, ეს ორი დარჩნენ. ახლა ეს გიჟი ჯაფარიძე – მცდელობა აქვს, რომ თითქოს თავისუფალი სამყაროს ლიდერია და საკუთარი პარტია რომ შექმნა, გახსოვთ, რა შტერობებს სჩადიოდა. იქიდანაც კი გამოაბუნძულეს, იმდენად უსამართლო და არაადეკვატური ტიპი იყო, ამის ლიდერობით რა უნდა შეიქმნას, მე ვერ ვხვდები. მესამე – ქალბატონი ხოშტარია რუსული ფულით. არ ვიცი, შეიძლება, ჩვენ გვყავს გარკვეული მიმდევრები რუსული ორიენტაციის და ალბათ, მათ თუ შემოიკრებს, თორემ ამათმა ტროიკამ რა შედეგი უნდა მისცეს. პროცენტი იქნება ისევ 1-1.5 ჯამში, თუ მანამდე არ დაიშალნენ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეზე, პარტია დროას ლიდერ ელენე ხოშტარიასა და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერ ზურა ჯაფარიძეზე საუბრისას, რომლებიც კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები