კრიმინალი

"საზღვარზე უკანონოდ, ტრაილერით გადაყვანას ცდილობდა" – შსს-მ უცხოეთის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1971 წელს დაბადებული ს.ქ. და 1990 წელს დაბადებული ს.ჰ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

"ს.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ს. ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ს.ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა". - წერია განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც  5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები