რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების ორი კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო სარდლობის სამხრეთის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების ორი კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, ერთი რაკეტა ხერსონის რეგიონში, მეორე კი ნიკოლაევში ჩამოაგდეს. 

ამავდროულად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს აღმოსავლეთით, ბახმუტთან, ავდიივკასა და ნივოპავლიკასთან.

"ზაპოროჟიეს რეგიონში მტრის ქვედანაყოფები მორალურად სუსტები არიან. ეს არადამაკმაყოფილებები პირობების, უხარისხო აღჭურვილობის, ხელფასების დაგვიანებისა და ხელმძღვანელობასა და ხელქვეითებს შორის არასერიოზული დამოკიდებულების შედეგია". - წერია გენერალური შტაბის განცხადებაში. 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გუშინ, 3 ნოემბერს მელიტოპოლში უკრაინელებმა რუსების შტაბ-ბინა დაბომბეს. მელიტოპოლი რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა.

კომენტარები