საფრანგეთი

ფრანგი დეპუტატის რეპლიკას – "აფრიკაში დაბრუნდი" პროტესტი მოჰყვა

ფრანგმა ულტრამემარჯვენე დეპუტატმა ნაციონალური ფრონტის პარტიიდან, გრეგორ დე ფურნასმა ხუთშაბათს საფრანგეთის პარლამენტში არეულობა გამოიწვია, როდესაც მემარცხენე პარლამენტარ კარლოს მარტენს ბილონგოს პარლამენტში გამოსვლისას სიტყვა გააწყვეტინა და "აფრიკაში დაბრუნებისკენ მოუწოდა". 

"დაბრუნდი აფრიკაში!". - თქვა დე ფურნასმა

ამ დროს ბილონგო ლტოლვილთა კრიზისზე საუბრობდა და კანონმდებლებს აფრიკელი მიგრანტების დასახმარებლად სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. დე ფურნასის რასისტულ კომენტარს პალატაში ქაოსი მოჰყვა, დეპუტატები მას დარბაზის დატოვებას თხოვდნენ, სანამ ასამბლეის პრეზიდენტმა, იაელ ბრაუნ-პივეტმა სხდომა დროებით არ შეაჩერა. 

"თავისუფალი დემოკრატიული დებატი ყველაფერს არ უშვებს, განსაკუთრებით - რასიზმს, ვინც არ უნდა იყოს სამიზნე". - თქვა იაელ ბრაუნ-პივეტმა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გრეგორ დე ფურნასის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

დე ფურნასი პარლამენტიდან 15 დღით დაითხოვეს. ასევე, დეპუტატი ორი თვის მანძილზე ხელფასის მხოლოდ ნახევარს მიიღებს. 

ბილონგომ პარლამენტს დე ფურნასის "სამარცხვინო კომენტარის" გამო უფრო მკაცრი ზომებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები