დაპირისპირება ენმ-ში

წითლიძე მამულაშვილზე: შეიძლება, სხვა ადამიანები მეტად იმსახურებდნენ ენმ-ს სიაში ყოფნას

ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ყველა ახალ კადრს, მოვიდეს პარტიაში, იპოვოს თავისი თავი, დამკვიდრდეს პოლიტიკაში და იბრძოლოს რუსული ოცნების წინააღმდეგ. ვიღაცები ამას უძლებენ, ვიღაცები ამას ვერ უძლებენ. 

ნონა სულ რაღაც 1.5 წელია, პარტიაში მოვიდა. ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, უფრო მეტად იმსახურებდნენ ნაციონალური მოძრაობის სიაში ყოფნას. ვერ გავითვალისწინებდი მისგან იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა რამისგან დაიცალა. 

ამბობს ენმ-ს დეპუტატი, ანი წითლიძე პარტიის ყოფილ წევრზე, ნონა მამულაშვილზე. გუშინ, 3 ნოემბერს მამულაშვილმა პარლამენტი და ენმ დატოვა და დაწერა, რომ "პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან". 

კომენტარები